საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
საქართველოს ეროვნული
მუზეუმი
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
მთავარი
ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავის საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს. როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა ბოგანა, ვისაც აღარ ახსოვს - ვინ არის, საიდან მოდის და სად მიდის, ისეც ერად სახსენებელი არ არის იგი, რომელსაც ღმერთი გასწყრომია და თავისი ისტორია არ ახსოვს.
ილია ჭავჭავაძე
(08.11.1837-12.09.1907)
ს ი ა ხ ლ ე ე ბ ი:
07.01.2010 - ვებ-გვერდი გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! დღევანდელი დღის მადლი გფარავდეთ!
04.01.2010 -
ვებ-გვერდი გილოცავთ ახალ 2010 წელს!
შეპირებისამებრ History.Ge შეივსო შემდეგი სახის ინფორმაციით: 1. ქრონოლოგიის განყოფილება / უძველესი დროიდან ქრისტიანობამდე საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან I საუკუნემდე; 2. კულტურა / ნაციონალური სამოსი
ნაციონალური სამოსის ისტორია და აღწერილობა; 3. პერსონები / მეფეები
ბაგრატ III კურაპალატი
გიორგი I
თეიმურაზ II
ერეკლე II
გიორგი XII 4. კულტურა / ხუროთმოძღვრება ეკლესია-მონასტრები: ბოჭორმა, დაბა, მწვანე მონასტერი, ხირსა, ტიმოთესუბანი; ციხე-ქალაქები: ბებრისციხე, კვეტერა, ქოლაგირის ციხე, ქვეში, უჯარმა; სხვა ძეგლები: პომპეუსის ხიდი;
24.06.2009 -
ვებ-გვერდი სრულად შეივსება 2010 წლის 1 იანვარს, მიდინარეობს გვერდის რეორგანიზაცია და ინფორმაციის დამუშავება.
იმის გამო, რომ ისტორიკოსი რომელიც გვეხმარებოდა მასალის მოძიებაში წავიდა საქართველოდან, გვერდის განახლებასთან დაკავშირებით შეგვექმნა პრობლემები, ნაწილობრივ ეს პრობლემები
აღმოფხრილია.
თუ ხართ ისტორიკოსი ან ჩვენი სამშობლოს ისტორიის კარგად მცოდნე ადამიანი და გაქვთ სურვილი ითანამშრომლოთ ჩვენს ვებ გვერდთან მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: admin@history.ge
07.10.2008 -
საქართველოში განვითარებული მოვლენების შემდეგ გვინდა შემოგთავაზოთ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლსი, ბატონი ნოე აფხაზავას სტატტია: ალანები და საქართველო. დაინტერესებულ პირებს სტატიის ნახვა და გადაწერა შეუძლიათ ქვემოთ მოყვანილი ბმულებიდან. ალანები და საქართველო Alans and Georgia (Summary) Аланы и Грузия (Резюме)
07.10.2008 -
საქართველოში 2008 წლის აგვისტოში მომხდარი მოვლენების გამო, ვებ-გვერდზე მუშაობა შეჩერებული იყო, დღეიდან ჩვენ კვლავ ვანახლებთ სამუშაოებს.
28.06.2008 -
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად აფხაზური სიმღერა ქართველმა და აფხაზმა მომღერლებმა ერთად შეასრულეს.
20 ივნისს ქალაქ სტამბოლში უნიკალური მუსიკალური პროექტი დასრულდა. თურქეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ბაიარ შაჰინ-გუნდარიძემ აფხაზ შემსრულებელ თულინ სარებაისთან ერთად აფხაზური სიმღერა “აზამათი” ჩაწერა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში ქართველსა და აფხაზს სიმღერა აფხაზურ ენაზე ერთობლივად არ უმღერიათ.
აფხაზი მომღერალი თულინ სარებაი თურქეთში მოღვაწეობს და ქალაქ ბურსაში ცხოვრობს. ის 1877-1878 წლებში გასახლებული აფხაზი მუჰაჯირების შთამომავალია.
სიყვარულზე შექმნილი სიმღერა “აზამათი” აფხაზური ფოლკლორის უძველესი ნიმუშია. სიმღერის ჩაწერისას მომღერლებმა აფხაზური მელოდია ქართული ეროვნული ინსტრუმენტებით შეასრულეს.
იდეის ავტორის ბაიარ შაჰინ-გუნდარიძის განცხადებით, მშვიდობისა და მეგობრობის სურვილის გადმოცემა ყველაზე კარგად სიმღერას შეუძლია. მას მიაჩნია, რომ თუნდაც თურქეთში მცხოვრებ ქართველსა და აფხაზს რომ შეუძლიათ ერთად სიმღერა, საუკეთესო მომავლის იმედს იძლევა. იგი დარწმუნებულია, რომ სიმღერას ქართველები და აფხაზები ერთნაირად შეიყვარებენ. ბაიარ შაჰინ-გუნდარიძის სიტყვით, თავად ფაქტი საუკეთესოდ გამოხატავს ქართველი კაცის ბუნებას – დაპირისპირების მიუხედავად, მას შეუძლია წინააღმდეგობა სიყვარულითა და მეგობრობით გადალახოს.
10.06.2008 - ამილახვრების ციხე სასახლეში XIII საუკუნის საქართველოსთან დაკავშირებული ყველაზე ფართომასშტაბიანი გადაღებები დაიწყო საქართველოს დედაქალაქიდან 50 კილომეტრის მოშორებით, კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში, სტუდია “თიბისი – თივიმ” XIII საუკუნის ქართულ ციხე-სასახლეში თურქეთ-საქართველოს ისტორიული კავშირებისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის გადაღება დაიწყო. სამსერიიანი ფილმი თურქული კულტურის უდიდესი წარმომადგენლის ჯალალ ედ დინ რუმის 800 წლისთავს ეძღვნება. ქართველი თავადების უნიკალურ რეზიდენციაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ანსამბლ “მერანის” 40-მდე მოცეკვავისა და ^60-ზე მეტი მსახიობის მონაწილეობით რამდენიმე საუკუნის წინ მომხდარი ამბავი გაცოცხლდა. კერძოდ გადაღების 1 ნაწილი საქართველოს მეფისასულის თამარ ბაგრატიონის (გურჯი-ხათუნის) და სელჯუკეთის უფლისწულის ქეიხუსრევ ყიასედდინის ქორწინებას ასახავს. როგორც ცნობილია, ულამაზესი ქართველი ასული კონიაში გათხოვების შემდეგ ჯალა ედ დინ რუმის უახლოესი მეგობარი და თანამზრახველი გახდა. შემოქმედებითმა ჯგუფმა ცნობილი ქართველი და თურქი ისტორიკოსების მონაწილეობით გადაღებები უკვე განახორციელა თურქეთის რესპუბლის იმ ქალაქებში, რომლებიც გურჯი ხათუნისა და ჯალალ ედ დინ რუმის მოღვაწეობას უკავშირდება.
ისტორიული სურათის აღსადგენად სტუდია “თიბისი – თივის” მიერ სპეციალურად მომზადდა XIII საუკუნის ქართულ-თურქული კოსტუმები, ატრიბუტიკა და სხვა. გადაღებები კასპის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
დოკუმენტურ ფილმს ქართველი მაყურებელი საქართველოს საზოგადოებრივ არხზე ოქტომბრიდან იხილავს. იდეისა და სცენარის ავტორი: გიორგი კალანდია რეჟისორი: ლევან ახობაძე დამდგმელი ოპერატორი: ლევან ლეკიაშვილი ოპერატორი: დიტო ცინცაძე მონტაჟის რეჟისორი: ნიკოლოზ ჭეიშვილი პროდიუსერები: რუსუდან მუჩიაშვილი
დაუდ ჰაქან ბერქი რედაქტორი: თამარ ნატროშვილი კონსულტანტი: ირინა დუდაური კოსტუმების მხატვარი: ნინო თოდუა
გადაღებებში მონაწილეობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ანსამბლი “მერანი” ქორეოგრაფი: თამაზ კობახიძე
06.06.2008 - 9 ივნისს, ორშაბათს, 14:00 საათზე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში შედგება პარიზში შექმნილი სვიმონ ციციშვილისეული საქართველოს ისტორიული რუკის საზეიმო გადაცემის ცერემონიალი.
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვევა სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში ბატონი იულონ გაგოშიძე, რომელიც მასპინძელ მხარეს - ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადასცემს საფრანგეთიდან, ლევილის შატოდან ჩამოტანილ რუკას.
2 მეტრის სიგრძისა და 1 მეტრის სიგანის ხელნაწერი რუკა “ძველი საქართველოს ანუ გიორგიის რუკა”, რომელიც 1935-36 წლებით არის დათარიღებული, საფრანგეთის გეოგრაფიული საზოგადოების წევრის სვიმონ ციციშვილის მიერ ემიგრაციაში ყოფნისას პარიზში არის შედგენილი. აღსანიშნავია, რომ რუკას თან ახლავს ქართველ მეფე-მთავართა დეტალური გენეალოგია და ქრონოლოგია. სავარაუდოდ შემდგენელს კონსულტაციას იმხანად პარიზში მცხოვრები ექვთიმე თაყაიშვილი უწევდა.
ციციშვლისეული რუკა დიდძალ ინფორმაციას შეიცავს, მასზე დატანილია დეტალური ინფორმაცია ეკლესია-მონასტრების, ციხეების, ქალაქების, დაბა-სოფლების, მფეთა და მთავართა განსასვენებლების, სასახლეებისა და ისტორიული გზების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ რუკა ქართულ კარტოგრაფიულ გამოცემათა განსაკუთრებულ ნიმუშს წარმოადგენს. ის ფაქტობრივად უცნობია ქართველ სპეციალისტთათვის.
რუკა წლების განმავლობაში ლევილში ქაიხოსრო ჯაყელს ჰქონდა, შემდეგ კი მისი მემკვიდრეები, საფრანგეთში მცხოვრები ქართველები, ქალბატონი ნანა ფერაძე და მისი მეუღლე მამა გიორგი ინახავდნენ.
საფრანგეთში მცხოვრები ქართველ ემიგრანტებისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექციის შეთანხმებით რუკა საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო. 31 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 90 წლისთავის აღსანიშნავად საფრანგეთში ვიზიტად იმყოფებოდა ქართული დელეგაცია. მათ ლევილის შატოში საზეიმოდ გადაეცათ რუკა, რომლის საქართველოში ჩამოტანა დელეგაციის წევრებმა ითავეს.
01.06.2008 - პერსონების განყოფილებაში დაიდო საქართველოს ეკლესიის მთავრების სია.
31.05.2008 - 1 ივნისს პერსონების განყოფილებას დაემატება საქართველოს ეკლესიის მთავრების ნუსხა, გალერეას დაემატება კიდევ რამოდენიმე ძეგლის ფოტოები და მათი მოკლე ანოტაცია.
30.05.2008 - გალერეაში დაემატა ჯვრის მონასტრის და სამთავროს კომპლექსის სურათები, ასევე ამ ორი ძეგლის მოკლე ანოტაცია.
29.05.2008 - გალეგრაში დაემატა სვეტიცხოვლის და ალავერდის სურათები, ასევე ამ ორი ძეგლის მოკლე ანოტაცია. ასევე მეფეების განყოფილება დაემატა მეფეების სახელები.
28.05.2008 -აქცია „ჩვენ ვხატავთ ვეფხისტყაოსანს“
2008 წლის 1 ივნისს პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მართავს საგანგებო აქციას ობოლთა და მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის. აქციის სახელწოდებაა `ჩვენ ვხატავთ “ვეფხისტყაოსანს”.
აქცია გაიმართება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ეზოში, სადაც დაიდგმება მოლბერტები და გამოფენილი იქნება ბანერები. ბავშვები შექმნიან ბანერზე გამოსახული “ვეფხისტყაოსნის” მინიატურების საკუთარ ვერსიას.
აქციის მიზანია ხელი შეუწყოს მზრუნველობას მოკლებული ბავშვების ჩართვას საგანმანთლებლო-კულტურულ ღონისძიებებში და მოახდინოს მათი დაახლოვება ხელნაწერ მემკვიდრეობასთან.
შემოქმედების ასეთი სტილი, ბავშვების მიერ მაღალმხატვრული ნამუშევრის ასლის შექმნა, მსოფლიოში გავრცელებული და აპრობირებული მეთოდია.
ყველა მონაწილის ნამუშევარი შემდგომ გამოიფინება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში. დასაწყისი - 16:00 ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
მერაბ ალექსიძის 1/3 (აკადემ ქალაქი)
T. 36 41 85 / 36 40 94 მობ. 899 25 35 30
27.05.2008 - გართობის განყოფილებაში დაიდო Google Earth-თვის განკუთვნილი ფაილი, რომელიც გაძლევთ საშუალებასა თანამგზავრით ნახოთ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები, აღნიშნულ ფაილში შეტანილია ჩვენს მიერ მოძიებული ძეგლები, ეს ვერსია არის 2008 წლის 25 მაისის, მუშაობა გრძელდება და მალე დაიდება განახლებული ფაილი, სადაც კიდევ უფრო მეტი ძეგლი იქნება შეტანილი.
26.05.2008 - უახლოესი 2 კვირის განმავლობაში ვებ-გვერდზე დაიდება: ტექსტი, რომელშიც გადმოცემული იქნება საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე, ასევე დაიდება მეფეების ბიოგრაფიები და ა.შ.
26.05.2008 - ხვალ ვებ-გვერდზე დაიდება შემდეგი ინფორმაცია: შეივსება საქართველოს მეფეების სია, გალერეაში დაემატება ხუროთმოძღვრების ძეგლების ფოტოები და აღნიშნული ძეგლების მოკლე ისტორია, ასევე გართობის განყოფილებაში დაიდება, პროგრამა „Google earth“-თვის განკუთვნილი „ფლაგინი“ რომელიც მოგცემთ საშუალებას, კოსმოსიგან თანამგზავრით გადაღებულ სურათებსე იხილოთ ქართული ძეგლები, რომლებიც ჩვენს მიერ იქნა აღნიშნული რუქაზე.
26.05.2008 - დღეისათვის ვებ-გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ: ქრონოლოგიის განყოფილებაში საქართველოს ისტორიის მოკლე ქრონოლოგია; საქართველოს მეფეების სია (დიაოხის, კოლხეთის, ქართლის და ერთიანი საქართველოს), კულტურის განყოფილებაში გალერეა, სადაც იხილავთ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ექსპონატების და ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ფოტოები, გართობის განყოფილებაში შეგიძლიათ გადაწეროთ კომპიუტერის მონიტორის ფონები (Wallpaper).
26.05.2008 - იმისათვის, რომ ვებ-გვერდის დამთვალიერებლები საქმის კურსში იყოთ გვერდზე მიმდინარე ცვლილებების, საიტის ადმინისტრაცია წინასწარ გამოაქვეყნებს, დაგეგმილი ცვლილებების.
26.05.2008 - გაიხსნა ვებ-გვერდი History.Ge
ვებ -გვერდთან თანამშრომლობის მსურველებმა გთხოვთ მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: admin@history.ge